6 ერთდროული თავდასხმა დაწესებულებებზე, პრეზიდენტის რეზიდენციიდან 200 მეტრში – ვიდეო

June 8, 23:44
0
516

ტვ პირველის ინფორმაციით, ორბელიანების მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაახლოებით 200-ს მეტრში,  იქ სადაც  წესით ყველაზე დაცული ტერიტორია უნდა იყოს,  თავს ერთდროულად  ექვს დაწესებულებას დაესხნენ.  ეჭვმიტანილია არასრულწლოვანთა ჯგუფი.

მედია რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.

კადრებში ჩანს, როგორ ჩაამტვრიეს თავმდამსხმელებმა კაფე-ბარების ფანჯრები, კარები და დააზიანეს ინვენტარი.  მოიპარეს ფული და ტექნიკა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძარცვის სერიების უკან არასრუწლოვნები დგანან.

შსს-ს ცნობით საქმეზე გამოძება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძებო მოქმედებები.

 

 

Cesko