თბილისის დიდ ნაწილს 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

0
578
118 Views

მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის, სამგორის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ნაწილს 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

„მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის და დაბა წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის მასივის III კვარტალის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ქრისტინე შარაშიძის, ბელიაშვილის, მიქელაძის, ჩაჩავას, პეტრიწის და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტალის, ელიზბარ მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბლის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, კავთისხევის, პაატა გუგუშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, აკაკი ფაღავას, ენუქიძის, ზურაბ დობორჯგინიძის, ალექსანდრე ზაალიშვილის, ფრისის, ქიზიყის და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, VI კვარტალების (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მასივის VI კვარტალის, ფანასკერტელ-ციციშვილის, გახოკიძის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ლარეხის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ართვინის, ოსიაურის, ლენტეხის, ტერენტი გრანელის, წმინდა ვახტანგ III ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Cesko