24 Views
დღეს, შიდა ქართლში, სოფელ ავლევში ქმრის მიერ გაგუდული ქალის ვინაობა ცნობილია. მის ფოტოს სოციალურ ქსელში ნიკა მოსიაშვილი აქვეყნებს და დაღუპულის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია?? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს”, – წერს ნიკა მოსიაშვილი.
წყარო: “დაიჯესტი”