“ამოვიდა ყელში მხოლოდ იმის მოსმენა ნაცმა რა თქვა, ქოცმა რა უპასუხა, ამერიკის ელჩმა რა დააბრეხვა…რას აკეთებთ გამაგებინეთ?ადამიანებს არ უნდათ არსებობა?…”

August 18, 17:16
0
543

სამოქალაქო ატივისტი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, თეა ბარნაბიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს და პარტიას აკრიტიკებს:

საქართველოს მთავრობა❗❗
გძინაავთ? გადით გარეთ,გაიხედეთ რა ხდება😠ცეცხლი უკუდია ფასებს..ყველაფერი ძვირდება და ძვირდება…ვინმე კითხულობთ ხალხი რით არსებობს? ამოხდათ ადამიანებს სული ამდენი გაჭირვებით.. ხელფასები რომ მხოლოდ საჯარო პირებისთვის იმატებს, იმის იქით, დანარჩენ ადამიანებს არ უნდათ არსებობა?
რას აკეთებთ გამაგებინეთ? მონოპოლია მძვინვარებს ყველაფერში…თითი ვერ დაგიქნევიათ და ყური ვერ აგიწევიათ მონოპოლისტებისთვი..გატყავდა ხალხი,როგორც უნდათ ისეთ ფასებს ადებენ ყველაფერს…ამოვიდა ყელში მხოლოდ იმის მოსმენა ნაცმა რა თქვა👉ქოცმა რა უპასუხა..ამერიკის ელჩმა რა დააბრეხვა👉ოცნების “კვარტეტმა” რა უპასუხა….ესაა პოლიტიკა მხოლოდ? ესაა ხალხზე ზრუნვა და ფიქრი? კისერი ვერ მოგიგრეხიათ ნებისმიერი ძირის გამომთხრელისთვის…აღარ გვინდა ბატონო მხოლოდ ლაი-ლაი მოსმენა..ხალხი ომში დაიხოცება თუ შიმშილით უკვე ერთი და იგივეა…
დიდი ბოდიში ყველასთან ასეთი აღშფოთებისთვის,მაგრამ ყველანაირ ზღავრს სცდება უკვე ის მდგომარეობა,რაც საქართველოში,გაჭირვებული ხალხის თავს ხდება…გაიცალა საქართველო და აქ დითირ ამბების მოსმენით დაბოლილები დავდივართ😠
P.S. ვისაც ეს პოსტი გულზე მოგხვდებათ,ცივი წყალი დალიეთ…

 

 

Cesko