დღეს ჩვენი ნიკოს ანა დაიბადა, ხუთი წელი სულ ზევით ზეცაში, სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

0
1432
27 Views

საზოგადოებისთვის ამ დრომდე გაუგებარი რჩება, რატომ მოკლეს უნიჭიერესი, მომავლის ბიჭი ნიკო კვარაცხელია, რომელსაც უამრავი გეგმა დარჩა განუხორციელებელი.

ნიკოს ჰყავდა შეყვარებული ანა.

დღეს ანას დაბადების დღეა.

ნიკო კვარაცხელიას დედა ანას ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მის დაბადების დღეზეა გადაღებული და წერს:

„დღეს ზეცაშიც და დედამიწაზეც ვზეიმობთ. დიახ ვზეიმობთ, დღეს ჩვენი ანა, ნიკოს ანა დაიბადა, ხუთი წელი სულ ზევით ზეცაში, სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ, ბოროტების და შურის შესახებ არც კი იცოდნენ, არც ზურგიდან სროლაზე სცოდნიათ, მერე მერე რაც მოხდა ეს გოგო აქ ჩვენთან დედამიწაზე დაგვიტოვა სანუგეშოდ!!!

გილოცავთ ჩემო გოგო, მომავლის გოგოვ, ძალიან ძვირფასო, მინდა ძალიან ბედნიერი , წარმატებული, გვყავდე ♥️♥️♥️ შენ ყველაფერს იმსახურებ♥️ გვიყვარხარ ძალიან და აქ შენ და ზეცაში ნიკოს ვულოცავ ამ დღეს.“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

Cesko