ცნობილი ტელესახე ნოე სულაბერიძე საკუთარი სოციალური გვერდის დახმარებით ერთ-ერთი ავიაკომპანიის შესახებ ხალხს აფრთხილებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ახლად შემოსული ავიაკომპანია Eurowings-ით შედარებით კარგ ფასში თუ იყიდით რაიმე ბილეთს, წინასწარ ნუ გაგიხარდებათ, ყველა ნაბიჯზე უსირცხვილოდ გატყავებენ.
მაგალითისთვის, წინასწარ ნაყიდ ხელბარგში ზედ გეითთან შეიძლება გითხრან, რომ საფულეზე მეტი ზომის ჩანთაში დამატებით თანხაა გადასახდელი, თან არც თუ ისე მცირე თანხა, თან განსაკუთრებულად ქეში სიამოვნებთ. ბაზარზე მათი შემოსვლიდან ამ რამდენიმე დღეში ასეთი მაგალითი უკვე ბევრია.
თუ დააკვირდებოდით, არ მჩვევია მსგავსი სტატუსები, უბრალოდ გულწრფელად საკუთარი თავი რომ გავმიჯნო, რაც ამ დღეების მანძილზე ვნახე, ადამიანებს ისე აწვალებენ, ვთვლი, რომ პოტენციურმა მგზავრებმა წინასწარ ჯობია იცოდნენ.
ამ ამბავზე არ შეიძლება არ გამახსენდეს ბოლო დროს მომხმარებელთან ურთიერთობაში სახეშეცვლილი დამატებით კიდევ ერთი ავიაკომპანიაც, ბოლო დროს გახშირებული ფაქტებით, რომელიც გამოიხატება შეუფერებელი დამოკიდებულებით მგზავრებთან მიმართებაში. უბრალოდ მანდ ჯერ კიდევ ტკბილი მოგონებებით ვარ და მაინც იმედს ვიტოვებ ხარვეზებს გამოასწორებენ და ცოტა მეტს იფიქრებენ რიგით მგზავრებზე.
Eurowings-ს კი არაფერი ეშველება.
მომიტევეთ შეწუხებისთვის ” – წერს ნოე სულაბერიძე.