სამართალდამცავებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით “მთავარი არხის” ტელეწამყვანი დააკავეს

0
2588
21 Views

სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ლაშა ნაკაიძე დააკავეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მიმართა.

“პრაიმტაიმმა” ფაქტზე შსს-თან დაკავშირება სცადა. უწყებაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ლაშა ნაკაიძე “მთავარ არხზე” დილის გადაცემის წამყვანია.

ტელეკომპანია “მთავარი არხი” ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“”მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნაკაიძე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ცნობილია მუხლები, რომლითაც ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შემდეგი სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).

ტელეწამყვანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მიმართა.

Cesko