“შენ ის ერთი იყავი ერთეულებიდან უფლის რჩეული რომ ქვიათ, ამიტომაც ასე მალე გაფრინდი…” იაკობ მეტრეველს მოსწავლეები ემშვიდობებიან

0
496
21 Views

„სუხიშვილების“ სოლისტი – იაკობ მეტრეველი გარდაიცვალა. მას მოსწავლეები ემშვიდობებიან და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერენ.

“ალბათ გავათენებ…რა დავწერო, კობა მას, რომ ხმა მოგაწვდინო…

მე და მათეს ხომ იცი როგორ ძალიან გვიყვარდი, იმიტომ რომ ადამიანი იყავი.

მაგალითი ადამიანობის სიკეთის თავმდაბლობის მეგობრობის…..რატომ იყავი ასეთი გამორჩეული რატომ შეაყვარე ყველას თავი…

ასე რომ გეტკინა გული ყველასთვიის… თიკო ჩემი ბოლო გასტროლია მითხარი რომ დაბრუნდი შარშან ყველაფერს თავისი დრო ქონიაო…. ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით …. ვიბრძოლებო დამპირდი რამდენჯერ არ გაგიმტყუნებთ იმედებსო…

შენ ის ერთი იყავი ერთეულებიდან უფლის რჩეული რომ ქვიათ, ამიტომაც ასე მალე გაფრინდი… შენ დატოვე უსაზღვრო სიყვარული და ადამიანობა ყველას გულებში…

მახსოვს პირველი ნაბიჯები სწორად კაცურად გადადგმული ცეკვის აკადემიაში ჩემი 5 წლის მათე რომ ჩაგაბარე, არ შეაქებდი უფრო უკეთესი რომ ყოფილიყო და ევარგა… ღია გაკვეთილზე დამაგვიანდა მოსვლა წლის ბოლოს და ვერ დამინახე რომ შემოვედი მიკითხე თიკო თუ მოვიდა დავიწყოო იცოდი ქართული ცეკვა რას ნიშნავდა ჩემთვის …. ატუზული ვიყურებოდი ყოველ გაკვეთილზე ჩუმად, ფრთხილად აღებდი კარს იცინოდი ვიცი მანდ ხარ ცხვირი არ გაგიტეხოვო…

რამდენი დავწერე სიმწრით ….შენ ჩვენს გულებში დარჩები მუდამ მართალო ადამიანო.

მადლობა მათეზე დახარჯული დროისთვის და სწორად გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის….მადლობა, იამაყებენ შენი შვილები შენი განვლილი მართალი გზით, ანგელოზად გაფრინდი…მშვიდობით….” – წერს მათე ლაბაძის დედა.

Cesko