22 Views
ერევანში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რომელიც სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მოხდა, ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ამის შესახებ Sputnik-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ჩამონგრევამდე შენობასთან ადამიანები იდგნენ, მაგრამ ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო პიროტექნიკის მაღაზია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფება და როგორც მედია წერს, უახლოეს პერიოდში გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია.