მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი იყო. გოგონა მძიმე წარსულით, რომელიც შემდგომში მილიონერი “ბაქარის” მეუღლის როლს თამაშობდა, მოულოდნელად სერიალიდან გაქრა. ხატია უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ოცნების ქვეყანაში ბევრი სურვილის ასრულება შეუძლია.
“მე არ მიმტოვებია კარიერა, ეს უბრალოდ პაუზაა მომავალი მიზნისთვის. მარტო ჩამოვედი და რთულია პირდაპირ იქ მოხვედრა, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ბევრი ეტაპის გავლა მიწევს, რა თქმა უნდა, თავიდან მომიხდა ენის სწავლა. ასევე ვმუშაობ ბარში – ბართენდერი ვარ. აქ ცხოვრების დროს მივხვდი, რომ ეს ამერიკული ოცნება იძლევა შესაძლებლობებს ყველაზე ამბიციური სურვილების და მიზნების მისაღწევად.”- ამბობს ხატია Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.