“10 ბინა და 17 დაჩა თქვენ გაქვთ და წაით ბიძიკო” – რას წერს ნათია ბერიძე სოსო გოგაშვილის მეუღლეზე?

0
1289
34 Views

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ზეწოლასთან დაკავშირებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ანუ? ხომ
მშვიდობაა? ასფალტს იმიტომ აგენენ რომ ზეწოლა მოგვიწყონო და ასფალტის დაგებით მორალური ზიანი ადგებათ ბავშვებსო. რავი 10 ბინა და 17 დაჩა თქვენ გაქვთ და წაით ბიძიკო”, – წერს ბერიძე.

მანამდე თეა მარტყოფლიშვილმა მორიგი ზეწოლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია: “”მორიგ ზეწოლას აქვს ადგილი! ორი ადამიანი მოვიდა, რომ ვკითხე ვინ ხართ და რას ზომავთ , პასუხი დამიბრუნეს , “ასფალტი უნდა დავაგოთ ღამის საათებში” ალბათ უნდათ 16 ივლისის ღამის გამეორება თავისი ზონდერ ბრიგადებით. იგივე სცენარი ხორციელდება, რაც იმ ღამეს რომელიც წყლის გაყვანით და ასფალტის დაგებით დაიწყო. მივმართავ სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს, რომ სახლში მყოფი ბავშვების უფლებები ირღვევა, ვინაიდან მათ მორალურ ზიანი ადგება”, – წერს თეა მარტყოფლიშვილი.

Cesko