ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის ინიციატივას ეხმაურება საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ და წერს, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.
“ე.ი. კიზინგერმა საქართველოს იარაღი უნდა მივცეთო, ხომ? მაგრამო რუსეთს კი არ უნდა დაესხას თავსო, რუსეთს თითი დაუქნიოსო, რომ მეტს ტერიტორიას ვერ წაიღებო და თავს დავიცავო, ხომ?! (ისე, კიზინგერ, ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55% რომ დავკარგეთ, თუ იცი, რატომ, ჰა?!)
კიზინგერს, – ამ პრიმიტივ დემაგოგსა და უპასუხისმგებლოს, რომელიც საკუთარ პარტიასაც კი ღალატობს, ქართველ ნაძირალებში ჰყავს მხარდამჭერები და აქ
“დიდი ვინმეა” – პროვინციაშია ასეა: უცხოელი-არარაობა აქ “რაობაა!” ასეთია პროვინციელის მენტალური კონსტრუქცია! ახლა მოდით, საღად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გავაანალიზოთ, რას გვეუბნება ეს …-რი! რა იარაღი უნდა მიაწოდოს აშშ-მ საქართველოს, რომ მან შეძლოს თავის დაცვა პრაქტიკულად კიზინგერის მიერ ნავარაუდევ სამხედრო დაპირისპირებაში?! ასეთი იარაღი არ არსებობს!
რასაც კი მოგვაწოდებენ, მთლიანად საქართველო გახდება პირველი დარტყმის სამიზნე და განადგურების საფრთხის წინაშე! ეს არანაირი შიშია, – ეს რეალობაა!
ჩვენო არ ვუკრძალავთო საქართველოს ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთანო, – აშშ-საც აქვსო და ა.შ. და ა.შ.
იმერეთში იტყვიან, – “შენს ჭკუაზე იარა შენმა დამაწყევარმაო!” ხომ ხედავ, შენი დალოცვა გამომივიდა, შე პარაზიტო და დემაგოგო.
მიეჩვიე არა, საქართველოში მლიქვნელების ლოკვასა და ხბოს აღტკინებით თვალებში შემოციცინებულ ხედვას?! შენზე უარესი ნაძირლები და არაფრისმაქნისები არიან შენი ქართველი თაყვანისმცემლები! მოეშვი ამ ქვეყანას! შენ ვერ ასწავლი ქართველს ვერს აშშ-სადმი დამოკიდებულებას, ვერც მის კულტურასა და
ვერც ბევრ სხვა რამეს… მიხედე შენს ქვეყანას, თუმცა, რისი მიმხედი ხარ, 2020 წელს გამჩნდა: აკი, თქვი, ოჯახის წევრები არ მელაპარაკებიანო! კაი მოთმინება მისცა შენს ოჯახს ღმერთმა, დარწმუნებული ვარ, ღირსეული ამერიკელი მამა და დედა გყავს, მაგრამ, ზოგჯერ, ოჯახი მახინჯის გარეშე არ არისო, ასე ამბობენ ქართველები.
ჩემო კიზინგერ, სწორედ შენზეა ეს ნათქვამი, შენზე! ” , – წერს გიორხელიძე.