“ვერც კი ვიჯერებ, სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს” – ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
1687
35 Views

ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ მამამისი, ცნობილი ექიმი, თემურ ძიძიგური გარდაიცვალა.

“გარდაიცვალა ჩემი მამა თემურ ძიძიგური, 64 წლის ასაკში.
ვერც კი ვიჯერებ, სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს.
მამა იყო ცნობილი ყელ-ყურ ცხვირის ექიმი და ქირურგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, უმაღლესი კულტურის და განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ყველას საოცრად უყვარდა.
იგი ასევე იყო მთამსვლელი, ძალიან უყვარდა მთაში სიარული, სადაც ნანახს მის მიერ შექმნილი ნახატებით და ფოტოსურათებით აღბეჭდა, შემდეგ კი გამოფენებზე ყველას უზიარებდა. საქართველოში თითქმის ყველა მთა ფეხით მოვლილი ჰქონდა და მეტყოდა ხოლმე ‘არ არსებობს ბუნებაზე დიდი ხელოვანი’-ო.
დიდ პატივს სცემდა ხელოვნებას, უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მღეროდა და ასევე ქმნიდა მუსიკალურ კომპოზიციებს.
მამა გერქვას შენი შვილი ეს ყველაზე საამაყოა, შენ ჩვენ ყველას დაგვიტოვე ის ღირსეული სახელი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება საამაყოდ, დიდ მადლობას გიხდი ამისთვის.
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”, – წერს ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონი.

Cesko