ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება გიული ალასანიას გათხოვების ჭორს

0
1296
24 Views

ვინც გიული ალასანიას გათხოვების ამბავი მოიგონეთ, ირაკლი კობახიძეზე უარესები ხართ. აჰ, დამავიწყდა, რომ სანდრა ორგანოებით “ვაჭრობდა”.

სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის ქორწინების შესახებ, თუმცა როგორც ირკვევა აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ პირველი კომენტარი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა გიორგი ჩალაძემ მაკა რაზმაძის გადაცემა “ჩაიში” გააკეთა და გავრცელებულ ჭორს “სამარცხვინო” და “აბსურდული” უწოდა. უცვლელად გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის პირველ კომენტარს:
“რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის “კაგებეს” მეთოდები, როდესაც ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით.

ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგაა მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია. თუმცა, ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნით მიხეილ სააკაშვილისთვის, პოლიტიკური დარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა, ” – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

Cesko