ოცნებიდან წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ …

0
2210
24 Views

ოცნებიდან წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარკვეულმა ძალებმა ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს.დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებას საბოლოოდ ხელს მოაწერს.

“დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე – რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოჰყვეს”, – წერია დეპუტატების განცხადებაში.

Cesko