ელისო კილაძე: ,,ჩერგოს ის დრო ხომ არ ჰგონია, მის ქმარს საერთო ,,ვიორსტკა” რომ მოდიოდა ,,კუდიდან?!”

0
1103
34 Views

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ,,ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს და წერს:
,,აქამდე პოლიტიკური ექსპერტი იყო პარტიების დაშლის დარგში და ახლა ცენზორის როლი შეითავსა? ვინ ეკითხება ჩერგოს, რომელი ტელევიზია მიმიწვევს?! ასე ესმის ევროპული დემოკრატია?! ის დრო ხომ არ ჰგონია, როცა მისი ქმარი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და საერთო ,,ვიორსტკა”მოდიოდა ”კუდიდან?!”.
ცნობისთვის თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა:
,,როცა ტელევიზიებში ბონდო მძინარიშვილის, ლიკა ბასილაიას, ელისო კილაძის და ვინმე წულაიას “ექსპერტიზა” იღვრება, სოცმედიაში ახალგაზრდა თაობა რუსების მიერ ქართველთა გენოციდზე საუბრობს. უდაბნოში 40 წლიანი სიარული უფრო დიდი სიბრძნე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ეს მენტალური უფსკრული ახალმა თაობამ უნდა ამოავსოს და ამოავსებს, რომ მერე იურულ პარკზე ფილმები გადავიღოთ”.

Cesko