“აი ასეთი მაგარი მფრინავები გვყავს! არ ვიცი წყალდიდობის დროს ამ ვერტმფრენს ვინ მართავდა ჩხოროწყუში 2 ადამიანი რომ იხსნა!” – ვიდეოს პილოტების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი არქივიდან ავრცლეებს.
როგორც ჟურნალისტი ბონდო მძინარაშილი სოციალურ ქსელში წერს, ვერტმფრენს ბესო გაბიანი მართავდა.
შეგახსენებთ, დღეს, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
ამასთან, შს მინისტრის, განცხადებით ვერტმფრენში მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაცვლილია.