„დიდი ამბები დაიწყება – მათ უკვე სერიოზულად დიდი ფული მოიზიდეს და ივანიშვილის ფულს დაუპირისპირდებიან“

0
8295
1,372 Views

“ალიას” ესაუბრება ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს:

– მინდა მოგაწოდოთ ექსკლუზივი – ჩემი ინფორმაციით, კიდევ ერთი მცდელობაა მესამე ძალის შექმნის, ამჯერად უკვე უცხოეთში.

– უცხოელები არიან?

– არა, ქართველები, ისეთი ადამიანები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილან ქართულ პოლიტიკაში, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. საორგანიზაციო საკითხებზე თვეებია მიდის მუშაობა, მათი დიდი ნაწილი უკვე არაერთხელ იყო ქვეყანაში ჩამოსული, ადგილზე გაეცვნენ პოლიტიკურ ვითარებას.

– რისთვის ემზადებიათ? გგონიათ რომ ვადამდელი ჩატარდება? და 2024 წლის არჩევნებამდე ვერ მივა ეს ხელისუფლება?

-აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი. სხვათა შორის, 6 თვის წინ ეს ჯგუფი მზადებას იწყებდა 2024 წლის არჩევნებისთვის, ახლა მათი გეგმების შეიცვალა. იმის თქმა შემიძლია, რომ 5 ადამიანია დამფუძნებელი, სერიოზული ჯგუფია. არც ერთი არ იქნება გასვრილი. რაც ყველაზე მთავარია, მათ უკვე მოიპოვეს ნდობა დასავლეთის და სერიოზულად დიდი ფული მოიზიდეს უკვე, იმდენად დიდი, რომ ივანიშვილის ფინანსებთან დაპირისპირების არ ეშინიათ.

– ვისია ეს ფული და რა ოდენობაზეა საუბარი?

– დასავლეთის. შემოდგომაზე იგეგმება საქართველოში ჩამოსვლა და ჯერ მოძრაობის და მერე პარტიის წარდგენა და მხოლოდ ამ პირველ ნაბიჯებზე 300 მილიონია გამოყოფილი. შემდეგ უკვე დაიწყებენ მოქმედებას?

– და ხალხი გაჰყვება უცხო ადამიანებს?.

– დააკვირდით, რა მოხდა ივნისში? ხალხი თავისით გამოვიდა, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ტესტი – ესე იგი, შეუძლია ხალხს გამოსვლა, როცა საქმე ეხება ქვეყანას, შვილების მომავალს? ვინც გონიერია, ყველამ დაინახა, რომ ის რაც მოხდა ივნისში თბილისში, როცა ზღვა ხალხი გამოვიდა ქუჩაში ევროკავშირის მხარდასაჭერად, რომ ეს იყო სიგნალი, ხელისუფლების შეცვლის სიგნალი.

– რევოლუციას გეგმავენ?

– არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, მე გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული მესამე ძალა, რომელსაც ხალხი გაჰყვება და რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის

– საჭიროა ქარიზმატული ლიდერიც…

– იქნება და სიტყვას გაძლევთ, ექსკლუზიურ ინტერვიუსაც მისცემს „ალიას“ შემოდგომაზე.

– და სისხლისღვრაზე რომ წავიდეს ივანიშვილი?

– გარწმუნებთ, ამ ადამიანებს აქვთ ბერკეტი, ეს სისხლისღვრა შეაჩერონ, თორემ, ივანიშვილი ეცდება, კი. ვერ გეტყვით ახლა ეს რა ბერკეტებია, მაგრამ ნამდვილად აქვთ და გამოიყენებენ.

– და თუ ესეც ბიძინას და სუსის შემოგდებული თემა და საქმეა, რომ გაიტანოს თავი?

– არა, ეს ის ხალხი არ არის, ვისზეც ბიძინა იმოქმედებს, თუ არადა, თუ მათ შორის რამე კავშირია, ჟურნალისტებს რა გამოგეპარებათ? მყისიერად იპოვით. ბიძინას შვეიცარიული ბანკის სახელით გაუგზავნეს სიგნალი, რა ელოდება, თუ არ გაჩერდება. ეს სიგნალი ადრესატამდე კი მივიდა, თუმცა, საეჭვოა რომ აღიქვა, ისე იქცევა.

– სიგნალი გააგზავნეს, რა ელოდება ივანიშვილსო და რა ელოდება?

– მინიმუმ სანქციები და მაქსიმუმ, დაკავება, თუ მართლა ყველაფერზე წავიდა და ქვეყნიდან არ გაასწრო.

წყარო: https://www.alia.ge/

Cesko