აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ..

August 1, 00:37
0
8970

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვრცლადაა საუბარი საქართველოს შესახებ.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკური უფლებების ნაწილში ეთმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დოკუმენტში 14-ჯერ არის მოხსენიებული და ქრონოლოგიურად მესამე პრეზიდენტის დაკავების მომენტიდან დღემდე მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ყველა ფაქტია ასახული.

გთავაზობთ ამონარიდებს ანგარიშიდან:

 

1 ოქტომბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა. დაუსწრებლად ის იქნა მსჯავრდებულად ცნობილი და დაკავებული. დაუსწრებლად განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო.
11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (სპს) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში, რაც წარმოადგენდა დამამცირებელი მოპყრობას.”
სახელმწიფო აპარატიის ცნობით, გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები ინსპექტორის აპარატს არ მიაწოდა პენიტენციურმა სამსახურმა და ის საზოგადოებისთვის იქნა გასაჯაროვებული. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „პენიტენციურმა სამსახურმა შეზღუდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის (სააკაშვილის) მონაწილეობა საკუთარ სასამართლო სხდომებში, რამაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ“.
19 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე რჩება.
30 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. მის ნაცვლად დაიგეგმა ორი ცალკეული უწყების შექმნა, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალურ მონაცემებს. წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას უზრუნველყოფდა, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.
რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს.
პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის შესახებ. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით…
…27 აპრილს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა გიორგი რურუა, ენმ-ის წევრი და ოპოზიციური მედიასაშუალების, “მთავარი არხის” დამფუძნებელი 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში. ოპოზიციური პარტიები რურუას და მელიას პოლიტიკურ პატიმრებად განიხილავდნენ. ისინი ასევე პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, – ნათქვამია ანგარიშში.

Cesko