“ნაწამებია, სიგარეტის ნამწვავები აქვს მუცელზე” – ძალადობა უკრაინელ ქალზე – ახალი დეტალები

0
602
21 Views

“ჰქონდა სისხლჩაქცევები, დაესვა ძილიანობის დიაგნოზი…” – ამის შესახებ ლანჩხუთის ავერსის კლინიკის დირექტორი საუბრობს და ეხმაურება 44 წლის უკრაინელ ქალზე ძალადობას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით სწორედ მის კლინიკაში შეიყვანეს.

რეზო კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ქალს შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა, თუმცა რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ბათუმში გადაიყვანეს.

00:15 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა ექსკორეაცია და ექსკორეაციები, სისხლჩაქცევები. პაციენტს დაესვა ძილიანობის დიაგნოზი და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა. დაისვა თირკმლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, – ამბობს კვერენჩხილაძე.

თავდაპირველად განიხილებოდა, რომ ქალზე სექსუალურად იძალადეს, თუმცა ეს ინფორმაცია, ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება. ცნობილია, რომ უკრაინელ ქალს სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება, მას დამწვრობები სავარაუდოდ სიგარეტით აქვს მიყენებული.

“ნაწამებია, სიგარეტის ნამწვავები აქვს მუცელზე” – ამბობს თვითმხილველი

Cesko