23 Views
თაკო ჩარკვიანს არ ვერჩი. 2012 წელსაც იგივე იყო და არც ახლა შეცვლილა. უბრალოდ ვინც ის პარლამენტში მოახვედრა, მიხეილ სააკაშვილმა, ერთადერთი ნიშნით მოახვედრა – გააკეთოს ბოკერიას დისკრედიტაცია, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს, ამ რეაქციული ძალის, იდეოლოგიურ საპირწონეს წარმოადგენს ბოკერია და არა მიშა სააკაშვილი. მიშა სააკაშვილი გადაიქცა თაკო ჩარკვიანად და გუბაზ სანიკიძედ და ისინი არიან მისი სპიკერები და ეს არის პრობლემა.
ასე ეხმაურება “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერს, თაკო ჩარკვიანს, რომელმაც დღეს “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო მიშა სააკაშვილის გარეშე არის ნული”.