“რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე” -მარია ზახაროვა

0
449
22 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა.

მისი თქმით, ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, თავდასხმა “მაღალი სიზუსტის” რაკეტით განხორციელდა.

ამავდროულად, ზახაროვა ირწმუნება, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის შესაბამის განცხადებაზე, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ „კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობები“.

“ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა “უხეში რუსული ბარბაროსობა”. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით”, – წერს ზახაროვა.

Cesko