საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე:
“ნუთუ არ ესმით?”, “როგორ არ რცხვენიათ?”, “ასეთი შტერები როგორ არიან?”, “რას აკეთებს ეს ხელისუფლება?!”, “ერთხელ გამოიჩინონ კეთილგონიერება!” … მესმის და მხვდება ეს და ამდაგვარი ფრაზები და ვფიქრობ ნუთუ არ გვესმის, რომ ეს ბანდა არათუ ხელისუფლება არასდროს იქნებოდა, მილიონების ქონებას ვერასდროს დააგროვებდა, თავებს “კაცებად” ვერასდროს იგრძნობდნენ, ამათგან უბრალოდ არცერთი, არასდროს არაფერი იქნებოდა რომ არა რუსული სამსახურების სპეცოპერაცია.
ხელისუფლება კი არა რუსული სპეცდანიშნულების ერთეულია, უსახო, უსახელო ნომრები, რომლებიც ყველაფერს, რაც არიან და გააჩნიათ უმადლიან ოლიგარქს და რუსებს. რაზე ვლაპარაკობთ? ვის მოვუწოდებთ? ვის ვანამუსებთ? ვისთან ვთანამშრომლობთ? ნუთუ ვერ ვხდვებით რასთან გვაქვს საქმე?! ასე გვაწყობს? ახლა ასეა საჭირო? დასავლეთი ვერ გაგვიგებს?”