უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.
კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო სფეროში და არ დაიჯერონ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ასახელებს იმ სამ მიზეზს, რის გამოც უკრაინაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა.
„უკრაინაში ნელ-ნელა იწყება ის პროცესი, რომელსაც ამერიკაში თავის დროზე დაარქვეს „ნადირობა ალქაჯებზე“. შთაბეჭდილება იქმნება, რომ განტევების ვაცები იპოვონ. მეორე – აშშ-ს კონგრესმენ ვიქტორია სპაცმის მიერ წამოწყებული საგამოძიებო მცდელობაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში დაადანაშაულოს. მესამე მიზეზი ბორის ჯონსონის გადადგომას ეხება. სიუპრიზი არავისთვის არის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს პრეზიდენტ ზელენსკიზე, მის ადმინისტრაციაზე და მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზეც კი დიდი ზეგავლენა ჰქონდა. გამორიცხული არ არის, ბორის ჯონსონის გადადგომასთან ერთად, ბრიტანეთის ეს ზეგავლენა შესუსტდა და გამოთავისუფლებული პოზიციებმა აშშ-ს ადმინისტრაციის მხრებზე გადაინაცვლა. დღეს, უკვე შესაძლოა, ამერიკა კარნახობს ვოლოდიმერ ზელენსკის თამაშის წესებს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ასახელებს იმ სამ მიზეზს, რის გამოც უკრაინაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა
21 Views