“ძალიან ბევრი მამაკაცი მყოლია და აი რას გეტყვით” – იუნა შაფათავას განცხადება

July 23, 15:54
0
667

იუნა შაფათავა საკუთარ პირადი ცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს და წერს, რომ სიყვარულისთვის დაიბადა.
“არის რაღაცები, რაც ჩემი გაწონასწორებული ოლიმპიური მოთმინების წერტილს ძახილის ნიშნად აქცევს და რომ არ ვთქვა, მოვკვდები:
ქალმა, რომელიც არ მიცნობს შორიდან და გუშინ, შეურაცხყოფა მომაყენა მე და ჩემს ოჯახს – ჩემს მარტივ ფოტოზე მეტროში – სამსახურში მივდიოდი დილას და ერთმა ცოლიანმა ფრანგმა ამერიკელმა თავი შემახსენა, რომ ჰაერივით ვჭირდები, რაზეც დავწერე პატარა ტექსტი, ცოლიან ქმრებზე და ქმრიან ცოლებზე, უსიყვარულო ურთიერთობებზე და რომ ყველა კონტინენტზე, მამაკაცები ერთნაირები არიან (და ქალებიც). არც ვინმე ქართველი მიგულისხმია (თუმცა შემეძლო და იგულისხმეოდა ჩემი წარსულს ჩაბარებული ‘სიყვარულები’ საქართველოში, რადგან სამუდამოს უარი ვთქვი ქართველ კაცებზე- მაქვს მიზეზები).

როგორც იცით, მე ჩემი პირადი ცხოვრება არასოდეს გამომიტანია საჯაროდ, თუმცა ხასიათიდან გამომდინარე, არასოდეს ვმალავდი – ან რა არის დასამალი- რომ მყავდა საკმაოდ ბევრი მამაკაცი ირგვლივ, ყოველთვის.

ის კი არა, რომ ვცდილობდი, უბრალოდ ასეთია ქალის ცხოვრება, ან გყავს ეს შლეიფი, ან არა.
თქვენ არ გინახავთ ჩემს გვერდით არც ერთი მამაკაცი(!) საძაგელი ჭორები კი უამრავი გამიგია მეც. მხოლოდ ჩემი ყოფილი ქმარი გამოჩნდა ერთხელ და ამომიქექეს ფოტოები მასთან ერთად (დაახლოებით 20 წლის წინანდელი). და მიყვარს ის ფოტოები, რადგან ახალგაზრდები ვართ, გამოუცდელები და მხოლოდ სიყვარული გვაკავშირებდა.

ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო მატერიალურის სურვილი, ასე გაგვზარდეს. ჩვენს ოჯახში სხვა ფასეულობებია.
ადამიანობა და ჰუმანიზმია პირველ რიგში, დასაფასებელი, ცოდნა პიედესტალზე დგას.
ერთადერთი ცოდვა, რაც მაქვს, პატივმოყვარეობაა.

მოდით, ღირსებაზე არ ვილაპარაკებ აქ, რადგან ჩემი სახელი პოლიტიკური გარჩევების გამო უღირსად გამოცხადდა უღირსთა მიერ.
მაგრამ აქ, მე მსურს სილა გავაწნა ერთ ვითომ თბილისელ 53 წლის ქალს. დედას. ცოლს.

რომელმაც ამ მარტივ ტექსტზე, ჯერ შეურწცხყიფა მომაყენა- 46 წლის ქალი რით ‘იპიარებო’ თავს და მერე დედაჩემს და ჩემს დას- ასეთი ოჯახი გყავს და შენ ხარ ოჯახის ტრაგედიაო და ჩემი ბოროტი დეას ბოროტი კომენტარებიც მოიშველია.
შურს ვერ დამალავ.

რა უნდა შურდეს ჩემი, ქარივით თავისუფალი ქალის, ქმრის კმაყოფაზე მთელი ცხოვრება კისერზე მჯდომ ქალს? ჩემთვის სილამაზე ადამიანის შინაგანი თვისებაა. სულ რომ მონიკა ბელუჩი იყოს და ნაგავი ხასიათი ჰქონდეს, ის ადამიანი არაა ჩემთვის.

რაც ასაკი მემატება, იმედი მაქვს, უფრო გამოცდილი ვარ და არ ვღიზიანდებოდი და არ ვღიზიანდები უვიცთა კომენტარებზე.
მაგრამ შევახსენებ ამდაგვართ: მე მქვია ჩემი სახელი, საკმაოდ მძიმე ხასიათის რეპუტაცია მაქვს და წყალი ცეცხლი და ქარიშხლები მაქვს გამოვლილი, და გამოვედი ცოცხალი და მომღიმარი იქიდან.და კიდევ გამოვალ, თუ გახდა საჭირო.

მე არ მივცემ არავის, ა რ ა ვ ი ს, უფლებას, ჩემზე თქვას ‘ოჯახის ტრაგედია’.
ჩემი ოჯახი ახლა შავ თეთრი ფოტოდან მიღიმის. ჩემი წინაპრები, ერთი მეორეზე ძლიერი, ჭკვიანი, წარმატებული და საამაყო.
მესამე თაობა ლტოლვილი და ემიგრანტების შთამომავალი ვარ.

ჩემი გენეტიკური კოდით, არ ვარგებ არავის სიცრუეს, სიყალბეს, მლიქვნელობას და მითუმეტეს, ჩემი მისამართით შეურაცხყოფას.
არ ვწერ სახელს- უზარმაზარი პატივია ჩემგან ვირეშმაკთა სახელების ხსენება და მე ვუხდი ბოდიშს დედაჩემს! რადგან ძალიან მოხვდა გულზე იმ რეგვენკას სიტყვები- როგორ გაბედა, როგორ დამიწერა შენზე, ოჯახის ტრაგედია ხარო!
დედაჩემს ჩემზე უარესები გაუგია ინტერნეტიდან.

ერთ რაღაცას გთხოვთ: თუ ასე გშურთ, ‘გული გტკივათ’ ან ‘გულშემატკივრობთ’ ჩემს ოჯახს, რომელსაც ჩემზე მზე და მთვარე ამოსდის, თქვენს ბალიშს მოუყევით თქვენი ‘შიშები’ და აზრი ჩემზე.

პირადად შეხვედრის დროს, სადაც არ უნდა იყოს, სახეში გაგაწნავთ სილას, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და ვისი თანდასწრებითაც არ უნდა მოხდეს ეს.
არ უნდა გადააფურთხო, რაც არ გეკუთვნის. მე ყოველთვის აგალოკინებთ. კი, კი, ვიცი, მეორე ლოყა უნდა მიუშვიროო. მაგრამ ის იესო ქრისტემ თქვა, მე კი yuna shapatava მქვია და მხსნელად მე არ მოგევლინეთ.

მინახავს ბევრჯერ, ჩემს დანახვაზე აორთქლილი ‘ადამიანები’ და სწორი სვლა იყო, მე შეურაცხყოფას არ ვივიწყებ, არც ბრაზს ვაგროვებ და ვინახავ, უბრალოდ კარმასავით, პასუხს გაგცემთ, იმას, რაც გეკუთვნით.
ყველა ქალს, ვუსურვებ ბედნიერებას!
და იმედს ვიტოვებ, დადგება ბედკრულ სამშობლოში დრო, ყველა თავის საქმეს გააკეთებს და თუ უქნარაა, სხვის საქმეში და ცხოვრებაში ექსპერტობას არ დაიბრალებს!

ეს ვაკე კიდევ, ყველა გოიმის ადგილი როგორ გახდა, რა! და თბილისი!
გუთანს მოუხდებით, მაგრად, ისე, იცოდეთ! ხვნა თესვა დიდად შესარგი! შრომა სათაკილო არაა. სათაკილოა, ქმარი რომ გღალატობს და ღალატობ და მისი ღალატი იცი და სპეკულანტობ, გამოსასყიდს სთხოვ ღალატში და თვალს ხუჭავ, საკუთარ რქებზე და მის რქებს სართულებს ამატებ!

რაც შეეხება ჩემს სტატუსს,
თემას კიდევ, ‘სამარცხვინოს’, გოიმებისთვის, ხანჟებისთვის, სექსი თუ სიყვარული, არის მთელი ჩვენი ცხოვრება. მე სიყვარულისთვის დავიბადე და სიყვარულის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ”, – წერს შაფათავა ფეისბუქზე.

Cesko