VIDEO: “სუს-ის აგენტთან საუბარს არ ვაპირებ!” – მწვავე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ელისო კილაძეს შორის

0
899
21 Views

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია და “ქრონიკა პლუსის” მთავარ რედაქტორი ელისო კილაძე “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გადაცემის სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე საუბარს მოჰყვა.

“ქალი, რომელიც ახლა სტუდიაში გიზით, მისგან ბევრჯერ მოვისმინე, რომ ბესელია იმათ გაურიგდა და ა.შ. მისგან გადიოდა დაცული, საიდუმლო ინფორმაციები, რომლის გამოც წესით პასუხისმგებლობაში უნდა მიეცათ. ახლა, გადაცემაში სუს-ის აგენტი ლაპარაკობს და მე სუს-ის აგენტთან საუბარს არ ვაპირებ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ და გადაცემა “ჩაის” პირდაპირი ეთერი დატოვა.

მანამდე კი, ეკა ბესელიამ სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ “მის დაკავებაზე სამართლებრივ ჭრილში ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს, მაგრამ სამართლებრივად ახლა რაც ხდება, ეს აშკარად კანონის უხეში დარღვევით მოხდა.”

Cesko