“კახი ბრავო არავინ ელოდა ამას..” – ნახეთ კახი კალაძის ძალიან მაგარმა გადაწყვეტილებამ ხალხი აღაფრთხოვანა

0
4160
21 Views

“თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში 53 ბინაა შესყიდული. მისივე განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება:
“მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება. ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული.

ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დამატებით, სამი ბინის შესყიდვა იგეგმება.
წყარო:dainteresdi.club

Cesko