„ჩვენი მეგობრობის ვადა ამოიწურა, არც მეიმედები და არც მჭირდები!!!“ – ვის მიმართავს გია ჯაჯანიძე?

0
1867
19 Views

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და მეგობრის შესახებ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მეგობარი უანგაროდ უყვარს, ამიტომ მასთან კომუნიკაციას წყვეტს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ეყვარება…

„აი, რა მივწერე ერთ ჩემს ყოფილ მეგობარს დღეს. არაუშავს, მერე რა, რომ შენზე ბევრად უფროსი ვარ, მერე რა, რომ ბევრი მიცნობს და ბევრს ვუყვარვარ, მაინც მე მოგწერ და მოგიკითხავ. შენ არ მკითხულობ, არც ხარ ვალდებული, ალბათ ასე გირჩევნია. არაუშავს. შენ დედ-მამას და და-ძმას, იმიტომ უყვარხარ, რომ ერთი სისხლი გაქვთ, ერთ მთლიანობას წარმოადგენთ და გეიმედებათ ერთმანეთი. მეგობრებს, იმიტომ უყვარხარ, რომ შენთან კარგად გრძნობენ თავს, ერთობიან, ეიმედები და სჭირდები. მე უანგაროდ მიყვარხარ, არც მეიმედები და არც მჭირდები. ისე უბრალოდ, ადამიანური სიყვარულით, ძალიან რომ მინდა ბედნიერი იყო. ეტყობა სიყვარულს ყურადღება სჭირდება, როგორც მცენარეს წყალი. საერთოდ, როცა ადამიანი სიყვარულს ვერ ხედავს, ძალიან ცუდია მისთვის. ვერ ხედავდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გრძნობას, სიყვარულს, უკიდეგანოდ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედზე და მომავალზე. მე შენ ძალიან მიყვარხარ, ამიტომ, გადავწყვიტე, აღარ მიყვარდე, რომ არ დაზიანდე და დაზარალდე. ასე ჯობია შენთვის და ჩემთვის. პასუხს ნუ მომწერ, არც ველოდები, არ იდარდო, პასუხი მაქვს უკვე კოსმოსიდან. ჩვენი მეგობრობის ვადა ამოიწურა. არაუშავს. შენ ძალიან ბედნიერი იქნები. მე შორიდან გავიგებ შენს ამბავს და მეც გავბედნიერდები. აღარ მიყვარხარ“,- წერს გიორგი ჯაჯანიძე.

 

Cesko