43 Views
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
„კიდევ ვიტყვი: აუცილებლად გვჭირდება კანონი “დაუსაბუთებელი ქონების შესახებ”!
ყველამ უნდა დაამტკიცოს, როგორ გამდიდრდა მოკლე დროში!
არ შეიძლება მაღალი თანამდებობის პირი მოულოდნელად გამდიდრდეს!
თუ ვინმე რამე ძვირადღირებულს აჩუქებს, აუცილებელია მჩუქებლის ვინაობის დეკლარაციაში აღნიშვნა (ეს მოთხოვნა ისედაც არის კანონში, ფორმალურად).
სხვა შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის პირი ან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ მდიდრდება (ანუ ბიუჯეტის ფულს იპარავს), ანდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებით სხვა ადამიანებს ძარცვავს კონკრეტული დანაშაულის დაფარვის ან სხვა შეღავათების სანაცვლოდ (ანუ ქრთამს იღებს)!
ასეა ეს!“