“ქრონიკა+”- ის რედაქტორი ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:
ბ-ნო ბიძინა,ერთი მოკრძალებული რჩევა მაქვს თქვენთან:
გადაუკეტეთ კარმუშკა ამ ე.წ ექსპერტებს,ბლოგერებს,საინფორმაციო სააგენტოებს, გულშემატკივრებს,და ზუსტად ორ კვირაში დაინახავთ რამდენი გულწრფელი მხარდამჭერი გყავთ რეალურად.
აქვე, რედაქცია გთავაზობთ ელისო კილაძის მიმართვას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც 2018 წლით თარიღდება:
გამარჯობა,ბ-ნო ბიძინა !
მე არ ვიცი რამდენად გჭირდებათ,ან მოისმენთ ჩემს რჩევას,მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა გითხრათ-იმედია,კარგად ხვდებით რა ქაოსია ქვეყანაში,როგორ ჩამოიშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და როგორ გაბანკროტდა მმართველი პარტია,მთავრობა და პარლამენტი !
ახლა ის დროა,იმ ცხრათავიან ურჩხულს,რომელიც თავად შექმენით “ქართული ოცნების”სახით,ყველა თავი წააცალოთ,დამნაშავეები დასაჯოთ და ეს ჭირი ქვეყანას მშვიდობიანად მოაშოროთ !
გააკეთებთ ამას?-თქვენც გადარჩებით !
არ გააკეთებთ?-ეს ხროვა ხვალ მობრუნდება ,ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ და ისევ ჩემი დასაცავი გახდებით ამ უზნეო ჯოგისგან !
ბურთი თქვენს მოედანზეა -არჩევანიც თქვენზეა !
თან აშკარად დააგვიანეთ !- წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.