დილას ესენი რომ იკრიბებიან, ბჭობენ, ვის რა მოუგონონ და ვის რა შეუთითხნონ – გია გაჩეჩილაძე ჟურნალისტებზე

0
740
24 Views

დილას ესენი რომ იკრიბებიან, ბჭობენ, ვის რა მოუგონონ და ვის რა შეუთითხნონ. თავისით დგამენ რაღაც კომბინაციას და მერე ჩვენ ამას ვუყურებთ ყველა შაბათ-კვირას. ამ სამ ტელევიზიაში გადაანაწილებენ, ეს ნოდარ მელაძის გადაცემა იქნება, გიორგი თარაგამაძის, თუ გაბუნიას გადაცემა. – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ ერევიან ადამიანების ცხოვრებაში.

„რესპონდენტები, რომლებიც მათ უნდათ, რომ ჩაწერონ და ვინც არ ეწერება, მათ აშანტაჟებენ, თუ არ ჩამეწერები შენზე ესა და ეს მაქვს, სუსიდან მოწოდებული ინფორმაცია და გამოვამზეურებო. შესაბამისად, ზოგი შანტაჟდება, ზოგი – არა. მთელი შინაარსი ის არის, რომ ამ ტელევიზიების მუშაობის სტილმა ამდენი წლის განმავლობაში არ დააწყნარა და არ დაამშვიდა ეს ქვეყანა. იმას მუშაობენ, როგორ მოთხვარონ სხვა ადამიანის ცხოვრება და როგორ ამოაგდონ ის თავის დღის წესრიგიდან. ზოგს ამით ინსულტი ემართება, ზოგი კვდება, ზოგი საავადმყოფოში ხვდება. დღეს გადაცემის შემდეგ რომ მოვიკითხე, ნეტა თვითონ რა კომენტარებს აკეთებენ-მეთქი და თურმე ამბობენ, გვისმენენო. ამით აღიარებენ, რომ ასე იქცევიან. კი არ გისმენენ, თქვენივე ტელეფონიდან არის ეს გამოტანილი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი მუშაობის სტილი ხომ ეს არის?! ამაზე არ იძახით არაფერს ასე მუშაობთ თუ არა?! მეგონა, იტყოდნენ, რომ ეს დამონტაჟებულია, მაგრამ არა, ეს აღიარეს, რომ თავად არიან და ასე მუშაობენ, უბრალოდ, თურმე, უსმენენ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Cesko