ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა იმის გამო, რომ ვირუსი შვილებისთვის არ გადაედო.
„დღეს ერთი ადამიანი მეუბნება: „რაიონში ვიყავი, კოვიდი დამიდასტურდა. შვილებმა დამირეკეს, ჩამოვალთ ახლავე, წამოგიყვანთო და გავიგიჟე თავი, მანქანაში არ ჩაგიჯდებით, არაფერი გადაგდოთ-თქო.
ჰოდა, დილით წამოვედი „მარშრუტკით”, მარტო ვიყავი მთელი ეს პერიოდი სახლში, ისე მეშინოდა…”
დღეს ათასჯერ გამახსენდა ეს მონაყოლი და ათასჯერვე გული შემიკუმშა ფაქტმა, რომ საკუთარი შვილების გადარჩენის გამო, რამდენი სხვისი შვილი, შვილიშვილი და ა.შ. გაიმეტა ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემდი…
მაპატიეთ ყველამ, მაგრამ კარგი დედობის გამო, ცუდ ადამიანებად ნუ გადაიქცევით“, – წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.