“შვილიშვილის სიცოცხლით ემუქრებიან”- ელისო კილაძემ გარდაცვლილი 22 წლის რაგბისტის დედას მიმართა

0
1250
23 Views

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, 22 წლის მორაგბემ თავი მოიკლა.

გარდაცვლილი მორაგბის დედას ელისო კილაძემ მიმართა:

“კვირაზე მეტია თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში დაწყებულ უმძიმეს დაპირისპირებას! ერთის მხრივ შვილმკვდარი დედა ლალი მინდელი და მეორე მხრივ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლედი ტუკვაძე ადვოკატი, რომელსაც აიგივებენ მის კლიენტთან და ახლა უკვე შვილის და შვილიშვილის სიცოცხლით ემუქრებიან! სამწუხაროდ, მრავლადაა მოსეირე და წამქეზებელ ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის დროს ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას!

გადაეცით ქ-ნ ლალის ჩემი უდიდესი თანადგომა უმძიმესი და არაადამიანური ტრაგედიის ჟამს,სულით და გულით ვუთანაგრძნობ მას როგორც დედა და როგორც ჟურნალისტი !მზად ვარ,ნებისმიერ დროს ჩავიდე ქუთაისში,შევხვდე მას, მოვისმინო მისი ყველა პრეტენზია, არგუმენტი და ერთად ვიპოვოთ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი.სამი წლის ბავშვს რომ ემუქრებიან,იმ ე.წ.კაცებსაც იგივეს ვთავაზობ-მე შემხვდით!”- განაცხადა კილაძემ.

Cesko