23 Views
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანი რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით მომარაგებას აპირებს, მათ შორის ისეთებით, რომელთაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, ირანი არა მხოლოდ გადასცემს რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს, არამედ უკვე ივლისში, აპირებს რუსული საჯარისო ფორმირებების წარმომადგენელბის სწავლებას აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების კუთხით.