„აღარ გვყავს ემიგრაციის დედოფალი, ქალი ქველმოქმედი…“ – ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

July 12, 08:13
0
792

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, ალმა მაქაძე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების გვერდი ავრცელებს.

“დაგვტოვა ჩვენმა ალმამ. ემიგრანტების გზამკვლევმა და ქველმოქმედმა ქალბატონმა. მას სიურპრიზების დედოფალი შევარქვი. ბევრი იბრძოლა სიცოცხლისთვის, იმედს არ კარგავდა და ბოლოს სიკვდილმა აჯობა.

მისთვის საჩუქარი მქონდა… ამერიკის შეერთებულ შტატების ემიგრანტების წიგნის პროექტის ავტორებმა, მომცეს შესაძლებლობა, ჩვენი ალმას ემიგრანტული ცხოვრება ამ ძვირფას გამოცემაში ამესახა და ვერ მოუსწრო, ვერ შეეხო ამ ფურცლებს, არადა როგორ ელოდებოდა. მშვიდად განისვენე ჩემო ალმა, ჩემო ძლიერო ემიგრაციის დედოფალო!”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.

Cesko