ბასილაშვილი გარიგებული მატჩების სკანდალში გაეხვა – რა ბედი ელის ნიკოლოზს?

0
574
32 Views

გერმანული ZDF-ის ჟურნალისტების, მარკუს ჰარმისა და იანიკ შნაიდერის გამოძიების მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილი და რუსი ასლან კარაცევი გარიგებულ მატჩებში არიან ეჭვმიტანილნი.

ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, წარსულში ორივე მოთამაშის მწვრთნელი იყო და მათ გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

ბასილაშვილი კი ეჭვმიტანილთა შორისაა.

“იაციკი წლებია ჩართულია გარიგებული მატჩების სქემაში, მუშაობს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ საქმე რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპაში. მას ყოველთვის აქვს თან ბევრი ფული და ეძებს ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ და ფულით შეუძლია გადმოიბიროს.

“იაციკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კარაცევთან/ბასილაშვილთან, უყურებდა მათ წლების განმავლობაში. ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები დასაწყისში და ის თითოეულ მათგანს კრიტიკულ მომენტში მიუახლოვდა”, – ამბობს ZDF-ს მწვრთნელი.

 

Cesko