„იწყება კოსმიური გრიგალი და გაგრძელდება 25 ივლისამდე“ – მიხეილ ცაგარელის პირდაპირი გაფრთხილება მოსახლეობას

July 11, 14:11
0
220

12 ივლისს სავსემთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ დღესთან დაკავშირებით ადამიანებს აფრთხილებს და ურჩევს კონფლიქტებისგან თავი შეიკავონ. ამასთან ის ამბობს, რომ 14 ივლისიდან 25 ივლისამდე ე.წ. კოსმიური გამოცდის პერიოდი იწყება და ადამიანებს მოუწოდებს, ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მიმდინარე კვირა გასაყოფია ორ ნაწილად, 14 -მდე და 14 ივლისის შემდგომ. ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა გეომაგნიტური დღეებია და ძალიან დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ წნევა და ცოტა მეტად დაისვენეთ. სამშაბათს არის სავსემთვარეობა. თხის რქისა და კირჩხიბის ღერძზე ხდება ეს მოვლენა. ამ დღეს ძალიან ბევრი ენერგია მოდის კოსმოსიდან, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან მოსალოდნელია ტრავმულ-ავარიული ტენდენციები, მოერიდეთ საქმეების გარჩევას, რადგან კონფლიქტური ტენდენციები მომატებულია. 14 ივლისიდან იწყება კოსმიური გრიგალი და 25 ივლისამდე გასტანს, ეს პერიოდი ყველაზე რთული იქნება, ეს ნიშნავს იმას რომ, ეს დრო უნდა გაატაროთ სასიამოვნო გარემოში, იყოთ, იმ ადამიანებთან, ვინც გიყვართ და დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში.

Cesko