ვისი სირცხვილია 3 ივლისის სირცხვილი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 6 ივლისს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია და ეგეთ წოდებული სამოქალაქო მოძრაობა სოროსის ფონდის ოფისში შეიკრიბა. ვინც მისვლა ვერ შეძლო, თანამედროვე ტექნიკით ისარგებლა – ზუმჩართვებიც იყო.
ჯერ მიზეზი ვნახოთ:
სანამ ეგონათ, რომ იმარჯვებდნენ, აქციის ორგანიზატორად თავი ყველამ გამოაცხადა. არასამთავრობოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, აქტივისტებმა. ვინ ტელევიზიით გვმოძღვრა, ვინ რეგიონებიდან, ვინ სოფლებიდან, ვინ დიდი ქალაქებიდან. ვინ საიდან და ვინ საიდან…
მაგრამ ყველაფერი ვაი-ვუით დასრულდა.
და ახლა ამ ყველამ, მანამდე რომ აქციის ორგანიზებას ეწებებოდნენ, ერთმანეთისკენ დაიწყო ხელის გაშვერა.
ჩვენ რა გავიგეთ:
Ongo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, „სოროსის ფონდში“ შეხვედრა მწვავე კამათის, დაპირსპირების და ერთმანეთზე შეცდომების გადაბრალების ფონზე მიმდინარეობდა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი ლექსო მაჭავარიანი – აქვე ვიტყვით, მასზე გავლენები თამარ ჩერგოლეიშვილს აქვს
– მწვავედ დაუპირისპირდა გიორგი მშვენიერაძეს. მას სულ „კეზერას ფულის მონა“ ეძახა.
ასეთი თავდასხმით, მაჭავარიანი 3 ივლისის აქციის ჩავარდნაზე „სირცხვილია“-სთვის პასუხისმგებლობის არიდებას შეეცადა.
მშვენიერაძე, თავის მხრივ, ბრალს „სირცხვილიას“ დებდა აქციის არასწორ ორგანიზებას და ჩაშლაში.
შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ „სოროსის ფონდის“ ხელძღვანელს ქეთი ხუციშვილს სიტუაციის განსამუხტავად შუაში ჩადგომა და
მოდერაციის ხელში აღება მოუწია.
სხვათა შორის, ბრალდებები ისმოდა ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის და მისი არხის მისამართითაც.
„სირიცხვილიას“ წევრები აცხადებდნენ, რომ „ტვ პირველი“ მართულია და ის „სირცხვილიას“ წინააღმდეგ მუშაობს.
შედეგი:
საბოლოოდ, „სოროსის ფონდში“ შეხვედრა ისე დასრულდა, რომ კონკრეტული დამნაშავე პირი მაინც ვერ იპოვეს.
უფრო ზუსტად, ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა იყოს დამნაშავე.
სამაგიეროდ, ყველამ დაასკვნა:
ასეთი დაპირსპირება – 3 ივლისისი აქციის ორგანიზატორებს – მომავალში ერთობლივი აქტივობების განხორციელებას შეუძლებელს ხდის.