”ხმამაღლა დაიყვირა და იქვე გარდაცვალა… სკოლის მოსწავლე იყო…” – ახლახანს უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა

0
1052
32 Views

ზუგდიდის სოფელ კოკიში 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. გარდაცვლილი ალექსი ბუაძეა.
ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

თვითმხილველები ამბობენ, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო. შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

Cesko