ვინ არის ქართველი რეკორდსმენი, რომელმაც დარდანელის სრუტე ხელფეხშეკრული გადაცურა

0
666
26 Views

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში “დარდანელის სრუტის გმირის” სახელით შევიდა.

2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მან, ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ საოცარმა მოვლენამ მსოფლიო მედია შემოიარა და მას “დარდანელის გმირი”, “ადამიანი დელფინი”, “წყლის პრომეთე“ მოიხსენიებდნენ.

მისი სახელი სპორტთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ის ბიატლისტია, ტრიატლისტი, მონაწილეობს ყინულჭრილში ცურვის ჩემპიონატებში, არის უამრავი შეჯიბრის გამარჯვებული, მონაწილეობს სხვადასხვა დისტანციის გარბენებში, მარათონებში, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი და ა.შ.

Cesko