“ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ..” – ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჟურნალს ინტერვიუ მისცა და მარადონასთან შედარებაზე ისაუბრა

0
233
24 Views

ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ :

“ნაპოლიში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ფეხბურთი 11×11-ზე თამაშია – როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს – ფეხბურთს ვთამაშობ. მარადონა ნეაპოლში მეფეა. როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მასთან მიმართებაში, მეგონა, სიზმარში ვიყავი. დიდებულია, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. უკან რომ ვიხედები, ძნელი წარმოსადგენი იყო პატარა ერის წარმომადგენელისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში”.

Cesko