მარია ზახაროვა ენტონი ბლინკენს – სერგეი ლავროვის იზოლირების შესახებ ზღაპრებს თხზავთ

0
449
33 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს.

„ბატონო ბლინკენ, ეს თქვენ ჩაიგდეთ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში, ფორუმის რამდენიმე ღონისძიების გამოტოვებით. ახლა კი, საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად, ზღაპრებს თხზავთ. გვითხრეს, როგორ სთხოვთ ყველას რუსეთის „იზოლირებას“ და ყველა, ვისაც სთხოვთ, თქვენს ზურგს უკან იცინიან, რადგან იციან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია განწირულია სამარცხვინო დასასრულისთვის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ “დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინის ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.

Cesko