„აუცილებლად იქნება ფართომასშტაბიანი მობილიზაციები და ე.წ. პარტიზანული აქტივობები“ – დიღმელაშვილი

July 9, 10:12
0
364

ახალი სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მოძრაობის სამომავლო გეგმებზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვა მომავალშიც იგეგმება.

„ევროინტეგრაცია არის თითოეული ქართველის გამოხატული ნება და ამისთვის ნაბიჯი ყველამ უნდა გადადგას. ამ პროცესს მაქსიმალური ჩართულობა სჭირდება. კონკრეტული თარიღი აქციის არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება ფართომასშტაბიანი მობილიზაციები და ე.წ. პარტიზანული აქტივობები. მეორე რაც მნიშვნელოვანი არის – საერთაშორისო ადვოკატირება იმიტომ, რომ შიდა წნეხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, ეს უნდა სინქრონიზდებოდეს გარე წნეხთან. მესამე არის დიდი ასამბლეის ფორმირება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა კულტურული, პროფესიულi კავშირების მქონე ადამიანების შემოკრებას.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ ჩაერთოს ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა როგორ შესძინოს ყველა ადამიანმა რამე ამ პროცესს და როგორ მიიღოს თვითონ რაღაც ამ პროცესისგან. ეს არის ჩვენი საერთო საქმე“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

Cesko