32 Views
ჩცდ-ს მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი ფილმის გადასარებ მოედანზე და ფილმში მის პარტნიორზე “ბაქარზე” საუბრობს. როგორც ნანცო ჟურნალ გზასთან ამბობს, ამ ეპიზოდის გადასაღებად რამდენიმე დუბლის გადაღება მოუწიათ. მისი თქმით ბუბა მირცხულავას ტაფა ნამდვილად მოხვდა თავში რის გამოც ბუბა დაშავდა.
“სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე (იღიმის), თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს – ტრავმა. მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლი – არაერთი… ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა…”