„ძმისთვის ღამის სამ საათზე მიუწერია…“ – ნახეთ რა მიწერა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლევან კბილაშვილმა ძმას

0
923
36 Views

ლევან კბილაშვილის დედა “პრაიმტაიმთან” 21 ივნისს გარდაცვლილ შვილს იხსენებს. ბევრს ამის ძალა არ შესწევს. ქალბატონმა მელიტამ კი, მასთან საუბრით მიმახვედრა, რომ პირიქითაც შეიძლება იყოს: გარდაცვლილ შვილზე საჯაროდ საუბრით, გული მოიოხოს და დარდი წამიერად გაცრიცოს…

გთავაზობთ ამონარიდს „პრაიმთაიმისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან

უხაროდა, რომ გორან ბრეგოვიჩთან ერთად საქართველოში უნდა ემღერა, დუეტი უნდა გაეკეთებინათ. სოლო კონცერტზეც ფიქრობდა. ახალი ალბომის პრეზენტაციაზე ფიქრობდა. იმდენი გავაკეთე, იმდენს მივაღწიე, ჰამლეტ გონაშვილი ხომ გახსოვსო, მკითხა. მინდა, ჩემი სიმღერებიც ასე დარჩესო. ხომ არ გადაირიე, რას ლაპარაკობ-მეთქი, დაბნეულმა ვკითხე. როცა იქნება, ჩემი ქართულად ნამღერი ხომ დარჩებაო… რომ ვემშვიდობებოდი, ბოლოს მითხრა, ჩემს გიტარისტთან წავალო, ალბომის თემაზე სამუშაოდ.

გვიან აღარ დამირეკავს, დაისვენოს-მეთქი, ვფიქრობდი. მისი ძმისთვის ღამის სამ საათზე მიუწერია, ვიდეოები გამოუგზავნია. და ამ სიხარულით და ემოციებით დაიძინა და… წავიდა ისე, რომ ვერ გაიგო, რა დაემართა…

როცა  ზარზე არ მპასუხობდა, ვწერდი. მაინცდამაინც იმ დღეს ვიყავი მშვიდად! დავურეკე და არ მიპასუხა. არ ავღელვებულვარ. ვიფიქრე, დაისვენებს და ცოტა მოგვიანებით დამირეკავს-მეთქი.

იმ უბედურ დღემდე, ორი დღით ადრე, ლევანმა მონაწილეობა მიიღო რუსულ ფესტივალში – “ველური პიტნა”. ძალიან პრესტიჟულია, არადა, რა ვქნა, იქ რომ ახლა ვიმღერო, ჩემზე არაფერი ცუდი არ დაწერონ საქართველოშიო, დარდობდა. არც ერთ შემთხვევაში-მეთქი, ვუთხარი. ადექი და წადი ამ ფესტივალზე-მეთქი. ნეტა უარი მეთქვა და არ წასულიყო, არ გამეშვა… იმ ფესტივალზე იმდენად დაიხარჯა, ემოციურად თუ ფიზიკურად ისე გადაიტვირთა, ვფიქრობ, ამან იმოქმედა. როგორც ჩანს, იქ ვერ იყო კარგად. სცენაზე ისეთი ენერგიით გამოვიდა, ორგანიზმი გადაეტვირთა.

ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ

Cesko