„ძმობით სიყვარულით და ქართველ კაცობით, ლექსი ეძღვნება ნიკოლოზ წულუკიძეს. ვუსურვებ მხნეობას სულის სიმრთელეს ოჯახისა და სამშობლოს უტეხად სადარაჯოზე დგომასა და უფლის სიყვარულს”, – ეს სიტყვები პატრიარქის ჩოხოსანმა გიორგი რამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და თეატრმცოდნეს და ჟურნალისტს ნიკოლოზ წულუკიძეს ემოციური ლექსი მიუძღვნა.
„ნუღარა სდარდობ არ გეტყვი…
იძმავე შეიერთგულე,
გულში მთის ტოლა ჯავრები,
კლდის დრად დაუხვდი განსაცდელს,
არწივთოდენი თვალებით..
როგორა გთხოვო ნუ სდარდობ,
თქმაიც ხო უნდა სიტყვასა,
სანუგეშო და სალაღო,
რა რიგად უნდა ითქვასა
არ გასტყდე ამას გიბარებ,
მამა ანგელოზ შვილისა,
თვალი მზის დარით გაივსე,
თორე გული სუ სტირისა.
კიდევა გყვანან სამზეოს,
საზრუნავ საფიქრალები,
მუხლს ნუ მოჰკეცავ იცოდე,
არ დაიწუხო თვალები.
ნუღარა სდარდობ არ გეტყვი,
დარდი დაგრჩება ჩვევადა,
ხივს ნუ ჩაიქრობ სამყოფლის,
ისეთს როგორიც გებადა.
შვილისთვის უნდა იცოცხლო,
ცას ანგელოზად წასულის,
მომავლის ლეგა დღეები,
შეალამაზე წარსულით.
ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებ,
ჩემი ფიქრით და სიტყვებით,
მაგრამ შენ სავალ სატკივარს,
მეც შენთან ერთად მივყვები.
ღმერთს ანგელოზი აჩუქე,
მიწას ფესვი და ყვავილი,
საწუთრო დაგრჩა ხსომაში,
ცრემლებით გადანამილი.
მუხლს ნუ მაიჭრი არ გასტყდე,
ოჯახს სჭირდები ფარადა,
უფალს უნდიხარ მსახურად,
სამშობლოს დასაცავადა.