სანქციები და პოლიტიკური წნეხი გვიბიძგებს ბელარუსთან გაერთიანების პროცესი დავაჩქაროთ – პუტინი

0
411
23 Views

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლური სანქციები და პოლიტიკური წნეხი რუსეთს უბიძგებს ბელარუსთან გაერთიანების პროცესი დააჩქაროს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების ფორუმზე გამოსვლისას თქვა.

“დასავლეთის მხრიდან უპრეცენდენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ [ბელარუსთან] გაერთიანებსი პროცესები დავაჩქაროთ”. – თქვა პუტინმა.

პუტინმა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა დაჩქარებაზეა საუბარი, თუმცა განმარტა, რომ სანკტ პეტერბურგში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად მან ზემოხსენებული საკითხი განილა.

“სანკტ პეტერბურგში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც განვიხილეთ. ამასთან, განვიხილეთ ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა”. – აღნიშნა პუტინმა.

Cesko