,,პრეზიდენტი ზის თვითმფრინავში და ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე მესიჯს, რომ სხდომა არის დანიშნული… რა ჰქვია ახლა ამას?” – სოზარ სუბარი

June 30, 10:47
0
747

პირველივე ჯერზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოდიოდა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა, თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა შეკითხვას, რატომ დათანხმდა ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანას.

„მესიჯი გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრა. მისწერა, ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, შეხვედრა მაქვს, მოვრჩები და შეგეხმიანებით. პრეზიდენტი ზის თვითმფრინავში და ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე მესიჯს, რომ სხდომა არის დანიშნული. რა ჰქვია ახლა ამას? ეს არის ერთგვარი უზურპაციაც კი ძალაუფლების, რადგან პრეზიდენტს არ აქვს უფლება დანიშნოს სხდომა. პარლამენტის წინაშე მოხსენება ნიშნავს, რომ პარლამენტი გიწვევს. მინიმუმ შეთანხმებით ხდება. ორი კონსტიტუციური უწყებაა. თვითმფრინავიდან დანიშნა სხდომა, რაღაცა სასწრაფო მაქვს სათქმელი, ისეთი, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ იტყვის, ევროპაში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრებიო. როდესაც მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ევროპულ შეხვედრებზე. სრულიად სხვაგან წაიყვანა თემა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არაფერი იყო საჩქარო. გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Cesko