2 ივლისს, “თბილის პრაიდის” პარალელურად, მასობრივი შეკრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფების ლიდერმა კოკა მორგოშიამ გამოკითxვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ჩვენთვის ზნეობა კანონზე მაღლა დგას … წინ აღვუდგებით “პრაიდს” – კოკა მორგოშია
“ალტ-ინფოს” ლიდერის თქმით :
„რას ვგეგმავთ, ამ პოსტების შინაარსი განვმარტეთ. მაგალითად, ერთ-ერთი შინაარსი იყო ის, რომ წინ აღვუდგებით “პრაიდს”. ავხსენით, რომ ჩვენ ძალადობას არ ვაპირებთ. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათი ათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან, – თქვა მორგოშიამ.
რადიკალური დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე 2 ივლისს ექსცესებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ჟურნალისტების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები გახდეს.
„თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ… იმედია, არ მოხდება, ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს, სამწუხაროდ,“ – თქვა მახარაძემ. შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფოს” რადიკალური დაჯგუფების ლიდერები დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. პოლიციას აინტერესებდა, რატომ გეგმავდა რადილალური დაჯგუფება ძალადობას სოციალურ ქსელებში და რატომ ემუქრებოდა ანგარიშსწორებით “თბილისი პრაიდის” აქტივისტებს.