“ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ! ქუჩაში გამოვიდეთ…” – ლაშა ამირეჯიბი

June 25, 11:53
0
516

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ! ქუჩაში გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ოჯახები ქვეყნის მოღალატეებისგან, რუსული ფედერალური ფულის მოყვარულებისაგან და იმ ადამიანებისგან ვინც მოუწოდებს ახალგაზრდობას არეულობისაკენ…

ვაჩვენოთ, რამდენი ვართ მათ პატრონებს, ე/წ ლობისტებს, რომლებიც, ჩუმად, ლაჩრულად, მწვანე შუქს უნთებენ და მოუწოდებენ დესტაბილიზაციისაკენ., შესაძლოა, ფარულად რევოლუციისკენ უბიძგებენ! ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გადავარჩინოთ. ერთი უპატრონო ერი ვართ და მხარში უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს. მხოლოდ ერთ მუშტად შეკვრა და ერთმანეთის სიყვარული გადაარჩენს არეულობისაგან ქვეყანას.
და კიდევ ერთი ამბავი, ამ ჭიდაობასა და ქვეყნის რყევას თავი დაანებეთ თქვე უღმერთოებო, დაჯექით მაგიდასთან და ერთად მოიფიქრეთ, როგორ გამოვძვრეთ ამ უმძიმესი ვითარებიდან ქვეყნის საკეთილდღეოდ. მოსისხლე მტრებიც კი დამსხდარან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს პუნქტები ორივე მხარის შესასრულებელია, მხოლოდ მთავრობა ვერაფერს გახდება, სამჭკუაშვილის არ იყოს. საქმე და შედეგი თუ გნებავთ, ესაა გამოსავალი.. ისე კი მორევა ძალაზეა, სიმართლე ჩვენს მხარეზეა ,აქამდე უნდა მიმხვდარიყავით.
ეს გახლავთ ერთადერთი გზა ქვეყნის გადარჩენისა.

ლაშა ამირეჯიბი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko